გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებით, ის ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან პარლამენტმა დაამტკიცა უცხოური აგენტების კანონი.
მისი თქმით, ის ელოდება საქართველოს მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან, ააგებს ხიდებს საზოგადოებასთან, რათა გადალახოს პოლარიზაცია საზოგადოებაში.
„ახლა ნათელია, რომ პარლამენტმა დაამტკიცა უცხოური აგენტების კანონი. ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის ევროკავშირისკენ გრძელ და უსწორმასწორო გზაზე. ჩვენ ვიყავით უკიდურესად მოწოდებული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა გასულ წელს და ეს არ იყო მარტივი, რადგან ეს არ იყო საჩუქარი მთავრობისთვის, ეს იყო მეტ-ნაკლებად წახალისება სამოქალაქო საზოგადოებისთვის. იამაყეთ თქვენი სამოქალაქო საზოგადოებით, ის არ არის მტერი. ევროპისა და ევროპული ღირებულებებისადმი იმაზე ერთგული სამოქალაქო საზოგადოება არ მინახავს, როგორიც ქართულია. იამაყეთ ამით. ეს ხალხი არ არის მტერი, ისინი პარტნიორები არიან. ველოდები თქვენი მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან, ააგებს ხიდებს საზოგადოებასთან, რათა გადალახოს პოლარიზაცია თქვენს საზოგადოებაში, დააცხროთ ემოციები და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ყველას გვაქვს მთავრობაში მუშაობის გამოცდილება, მთავრობაში ვმსახურობდი რვა წლის განმავლობაში“, – აღნიშნა როთმა.
საქართველოში ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრები გამართეს პაველ ფიშერმა, ბოგდან კლიხიმ, მაიკლ როთმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა და სებასტიან ტინკინენმა.