ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგული ვრჩებით, მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარები, გაიწვიეთ კანონი

საქართველოს მთავრობამ დარღვევები და მუქარები უნდა შეწყვიტოს, „უცხოური აგენტების კანონი“ უნდა გაიწვიოს და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე წერს.

„საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტარებთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგული ვრჩებით, მაგრამ შეწყვიტეთ დარღვევები და მუქარები, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი," დეესკალაცია მოახდინეთ და სამოქალაქო საზოგადოებასთან მშვიდობიანი დიალოგი დაიწყეთ!

ყველა ჩემს ქართველ მეგობარს: ნუ იღელვებთ, ჩვენ შევხვდებით. მალე", - წერს როთი.