ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბორელი: ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში საქართველოს მომავლის ერთგულების ტესტი იქნება

კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისის საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში საქართველოს მომავლის ერთგულების ტესტი იქნება“, - წერს ბორელი X-ზე.