ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯოზეფ ბორელი: „უცხოური აგენტების“ კანონი ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით

„უცხოური აგენტების“ კანონი არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე. ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოყენებული უნდა იქნას „რბილი ენა“, ამავდროულად, იყოს მკაფიო პოზიცია, რა არის შესაბამისობაში და რა არა ევროპულ გზაზე.

„ღრმად შეშფოთებული ვართ „უცხოური აგენტების“ კანონის გამო. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზაზე და ჩვენ მათ ამას ვეუბნებით, თუმცა ამავდროულად, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ დავაზიანოთ მათი ეროვნული გრძნობები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია, რა არის შესაბამისობაში და რა არა ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.