რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, - ასე შეეხმიანა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით ხაჯიშვილის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „ბიძინა იანუკოვიჩი“ უწოდა.
პაპუაშვილის თქმით, სწორედ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი.
„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.