საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არაკაცებს სცემს, რომელთა სიაც აქვს:
„მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ახლა გაჩვენებ ცოტა ხანში[…] რა უნდა დამასანქცირონ გოგო, გაწიე კამერა“ — უთხრა ხარაზიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.
„მთავარი არხის“ გავრცელებულ კადრებში კი ხარაზიშვილი ლევან ხაბეიშვილს ემუქრება.