ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალურ ბულვარში მდებარე შადრევანი წითლად შეღებეს.
,,აგენტების შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეების თქმით, დღევანდელი რეჟიმის ნიშნად წყალში საკვები საღებავი ჩაასხეს.
დღეს ზუგდიდში მერიის წინ, მორიგი აქცია ლოზუნგით ,,წინააღმდეგობა საბოლოო გამარჯვებამდე, გავიმარჯვებთ სახელოვნად'' - გაიმართება.
ავტორი: თეა შონია