ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი იმ დროს შეასხა, როდესაც ის ტრიბუნაზე იდგა და სიტყვით გამოდიოდა.

ზავარდაშვილის ქმედებას ვაშაძე ტაშით შეხვდა.

„ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა, ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომლებსაც თქვენ ადგახართ, მერწმუნეთ, ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს თქვენ მიერ ღალატით აჩეული გზა, იმიტომ, რომ ერთიან საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. უსამშობლოების გაერთიანება ხართ, რომლებიც ღალატის გზას ხართ დამდგარი" , - უთხრა დეპუტატს ვაშაძემ.