გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანო მანქანით დატოვა. მან პარლამენტი იმ დროს დატოვა, როცა „აგენტების კანონზე“ სასესიო სხდომა დასკვნით ეტაპზეა.
ცოტა ხანში დეპუტატები პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დასაძლევად კენჭისყრას დაიწყებენ.
ჯერჯერობით უცნობია, ვის ხვდება პარლამენტის თავმჯდომარე.