ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი: არცერთი სხვა ხალხი, სხვა ქვეყანა, სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ქართველი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და სწორედ ამას ეხება აღნიშნული კანონი.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ანრი ოხანაშვილმა წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი, რომელიც თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით, მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს. ზუსტად ამას ეხება ეს კანონი. ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.