ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლას არაადეკვატური უწოდა

თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, პასუხი გასცეთ, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს, რომელმაც კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

„მე თავს შევიკავებ სხვა შეფასებისგან და თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ ამ დარბაზში გასცეთ პასუხი. ჩვენი საზოგადოება ნახავს, ეს თქვენთვის დაწერილი ტექსტი თქვენი დაწერილია, სხვისი დაწერილია თუ ვისი დაწერილიც არის. ჩვენი საზოგადოება არის უფლებამოსილი, რომ იცოდეს ე.წ. პრეზიდენტის სახელით ვინ ლაპარაკობს და რამდენად კორექტულად ლაპარაკობს...

როდესაც აკეთებენ არაადეკვატურ, არაკორექტულ შეფასებებს, თითოეულ ამ შეფასებაზე მოუწევს პასუხის გაცემა. ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ კომიტეტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, კენჭისყრა ვეტოს დასაძლევად პარლამენტში ხვალ გაიმართება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს" ვეტო 18 მაისს დაადო.