წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება 11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება.
მათივე ცნობით, ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს.