ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების სურვილს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღებას.
როგორც ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის ფასს სწორედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა უნდა იხდიდეს.
„კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის ფასს სწორედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა უნდა იხდიდეს. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების სურვილს. მივესალმები @HelsinkiComm-ს ქართველების დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დასაცავად. ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი, რათა გამოგზავნოს მკაფიო გზავნილი: ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს თანდათანობით გადასვლაზე რუსეთის გავლენის სფეროში", - წერს ფოტიგა.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
It should be the Georgian Dream leadership that pays the price for its harmful policy of rapprochement with the bloody Kremlin regime. We shouldn't punish the people of Georgia, who, despite repressions, are courageously upholding their desire to join Euro-Atlantic institutions.… https://t.co/m32frrXsw5
— Anna Fotyga (@AnnaFotyga_PE) May 28, 2024