ტრაგიკულია,- ასე ეხმიანება რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ,,ქართული ოცნების" მიერ ,,აგენტების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
მაკფოლის თქმით, საქართველო ევროპას შორდება და რუსეთისკენ მიდის.
,,საქართველო შორდება დემოკრატიასა და ევროპას და დიქტატურისა და რუსეთისკენ მიდის. ვინ სარგებლობს ამით? - არა ქართველი ხალხის უმრავლესობა", - წერს მაკფოლი X-ზე.
პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
Tragic. Georgia is moving away from democracy and Europe and toward dictatorship and Russia. Who benefits from that? Not the vast majority of the Georgian people. https://t.co/7Hn3P0kpHK
— Michael McFaul (@McFaul) May 28, 2024