ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „აგენტების კანონზე“: მაქსიმუმ 10 ივნისს კანონი გამოქვეყნდება

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ კანონი, მაქსიმუმ, 10 ივნისამდე გამოქვეყნდება.

„პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ახლა რა იქნება?

1. კანონი 3 დღის ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად;

2. პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადების უფლება აღარ აქვს;

3. პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად 5 დღე აქვს;

4. თუმცა პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს კანონს;

5. ასეთ შემთხვევაში 5 დღეში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასე რომ მაქსიმუმ 10 ივნისს კანონი გამოქვეყნდება“, - წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.