ზუგდიდის მერიასთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საყვირებითა და საპროტესტო ტრანსფარანტებით მერიის შესასვლელ კარებთან იდგნენ და ასე ხვდებოდნენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან დღის ბოლოს გამოდიოდნენ.
მათ ხელში ეჭირათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მერიის შენობის წინ შეკრებილებმა საზოგადოებას მიმართეს და „აგენტების კანონის“ მიღება დაგმეს.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს.
ავტორი: თეა შონია