ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება.
ლექსმანმა ,,აგენტების შესახებ" კანონს სამარცხვინო რუსული კანონი უწოდა.
მისივე თქმით, ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
"ჩვენ ევროპარლამენტში ვითვალისწინებთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ, პარლამენტში, სამარცხვინო რუსული კანონის კენჭისყრას ვეტოს გაუქმების შესახებ.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით მათი თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად," - წერს ლექსმანი.
პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
We in @Europarl_EN take note of the Georgian Dream-majority parliament vote to override the veto of the shameful Russian Law.
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) May 28, 2024
We stand resolutely with the people of Georgia in defence of their freedom, democracy & European aspirations. https://t.co/xlhDebW9QR