მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან ჩართვისას რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.
პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ დღეს პასუხი 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გაეცემა.
,,მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია! და მე ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე", - აცხადებს ზურაბიშვილი.
პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.