ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების" მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
საელჩოს განცხადებით, რუსული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დააზარალებს.
„გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით. ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“,- წერია საელჩოს განცხადებაში.