ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: არ დაძლიოთ ვეტო, გაიწვიეთ კანონი

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ განი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს „აგენტების კანონი".

"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, დაადოს ვეტო უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“- აცხადებს განი.

ქართულ ენაზე ამ ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე ავრცელებს.