ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შარლ მიშელი: საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „აგენტების კანონზე“ "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. 

მიშელის თქმით, ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი EU-ში და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მხარი დაუწირონ მათ.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა.

პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო აშორებს.

საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ სწრაფვას მხარი დავუჭიროთ.

ამიტომ, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში“, - წერს მიშელი.