ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯინ შაჰინი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც სენატორი აღნიშნავს, სენატში დარეგისტრირებული „ქართველი ხალხის აქტი“ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას.

„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, გადალახოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური აგენტების შესახებ კანონზე. ჩემი „ქართველი ხალხის აქტი“ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტურ სურვილებს“, - აცხადებს შაჰინი.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.