ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: როგორც EU, ჩვენც განვიხილავთ ყველა ვარიანტს მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებისთვის

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მკაფიოდ არის მითითებული ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

„პარლამენტის გადაწყვეტილება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენების“ კანონზე საკმაოდ სამწუხარო ნაბიჯია. კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მკაფიოდ არის მითითებული ვენეციის კომისიის მოსაზრებაში. როგორც EU, ჩვენც განვიხილავთ ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის მიმდინარე მოვლენებზე“,- წერს ჰანკე ბრუინს სლოტი.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.