ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანალენა ბერბოკი ვეტოს დაძლევაზე: საქართველოს ხელისუფლება აშორებს ქვეყანას ევროპას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი X-ზე საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს ხალხის უმრავლესობის სურვილს და აშორებს ქვეყანას ევროპას.

„საქართველოს ხელისუფლება ამჯერადაც უგულებელყოფს ხალხის უმრავლესობის სურვილს, რომლებიც ყოველდღიურად გადიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპას. კურსის შეცვლა არასდროს არის გვიანი“,- წერს ანალენა ბერბოკი.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.