ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კარლ ბილდტი: საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა - ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლე

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, კარლ ბილდტი X-ზე ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა.

„როდესაც მმართველი პარტია უმრავლესობას იყენებს პარლამენტში რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია - მაგრამ სიმართლე“, - წერს ბილდტი. 

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.