საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია თაღლითური და მავნებლურია.
მდინარაძის თქმით, „სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი“ ქვეყანას სთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაზეც მთელი საქართველო შეთანხმებულია და რაზეც ქვეყნის კონსტიტუციაში ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა.
„რა რეფერენდუმი, ვინმემ ან უთხარით, ან გაახსენეთ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ჯერ კიდევ 7 წლის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.