Dutchnews-ის ცნობით, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ჩამოყალიბებული მმართველი კოალიცია მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეთანხმდა.
მთავრობის მეთაური გახდა ყოფილი იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრი დიკ სხოფი, რომელიც მინისტრთა კაბინეტს თავად დააკომპლექტებს.
„მსურ, ყველა ნიდერლანდელის პრემიერი გავხდე და განზრახული მაქვს სერიოზულად მოვეკიდო ადამიანების პრობლემებს, ვიზრუნო მათი გადაჭრის გზებზე. ჩემი გეგმა იქნება ის, რაზეც შეთანხმდნენ მმართველი კოალიციის ლიდერები“, - განაცხადა დიკ სხოფმა პრესკონფერენციაზე.