ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ლიდერები გაითვალისწინებენ კომისიის რეკომენდაციას.
„როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ ქართველი ლიდერები ამას გააკეთებენ“, - წერს ლანდსბერგისი.
ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.
კომისიამ ხაზს გაუსვა იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
As Chair of the Committee of Ministers of the @coe, I thank the @VeniceComm for strongly recommending repeal of the "foreign influence" law, and I express hope that Georgia's leaders will do so.
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 21, 2024