ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა

DW-ის ინფორმაციით, 29 მაისს ძალაში შევიდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

საგარეო უწყების გადაწყვეტილებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეები გადაკვეთენ საზღვარს, თუკი ისინი ნორვეგიაში სწავლობენ, ქვეყანაში ჩადიან ოჯახის წევრის მოსანახულებლად ან გააჩნიათ სამუშაო ვიზა, აქვთ შენგენის ზონის ქვეყნებში ცხოვრების უფლება.

დანარჩენი კატეგორიის რუს ტურისტებისთვის ნორვეგიის საზღვარი ჩაიკეტა, მათ შორის სხვა ქვეყნებში ტრანზიტული ვიზიტებისთვისაც კი.

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეწყვიტა.