უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ბესო ლომიძე და დათო გოგაძე არიან, რომლებიც ავდეევკას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ. ისინი ქვედანაყოფ „შავი არწივის“ მებრძოლები იყვნენ.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.