ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნორვეგიამ რუს ტურისტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

Reuters-ის ინფორმაციით, ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც „ქვეყანას ტურისტული და სხვა მიზნებით სტუმრობენ“, ქვეყანაში შესვლას აეკრძალებათ.

აკრძალვა ეხებათ როგორც რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ნორვეგიის მოქმედი ვიზა გააჩნიათ, ასევე შენგენის ზონის ქვეყნების ვიზის მფლობელებს. კრემლის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნორვეგიას რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა პრაქტიკულად უკვე შეწყვიტილი ჰქონდა .

მთავრობის გადაწყვეტილებაში დაშვებულია გარკვეული გამონაკლისებიც, მაგალითად, საზღვარს გადაკვეთენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთაც ნორვეგიაში მშობლების, შვილების ან მეუღლეების მონახულება სურთ, ასევე სკანდინავიაში ანდა შენგენის ქვეყნებში მიემგზავრებიან სამუშაოსთვის ან სწავლის მიზნით.

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის, ემილიე ენგერ მელის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა ისევ და ისევ „რუსეთის უკანონო და აგრესიული ქმედებებისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე“.