აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვას ეწვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში, ენტონი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
მოლდოვის შემდეგ, ამერიკელი მაღალჩინოსანი ჩეხეთს ეწვევა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება და ასევე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.