ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ენტონი ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

მოლდოვაში ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ მაია სანდუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება, რათა მათთან ერთად განიხილოს მოლდოვის ევროკავშირში მომავალი წევრობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი ჩავა პრაღაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკისთან გამართავს შეხვედრას. განსახილველ თემათა შორის იქნება თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და უკრაინის მხარდაჭერის თემები.

პრაღაში სახელმწიფო მდივანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ვაშინგტონის სამიტის თემების განხილვა მოხდება.