აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ენტონი ბლინკენის პირველი ვიზიტი უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ.
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ქვეყნის მიმართ აშშ-ის მუდმივ ეკონომიკურ, სამხედრო და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.