უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას გეგმავდა.
გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო ღალატისა და ტერაქტის განხორციელების ხელშეწყობის ბრალდებით, სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკია დაკავებული.
უწყებამ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელშეწყობით, გამოავლინა აგენტურული ქსელი, რომლის საქმიანობასაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური კურირებდა. ქსელში შემავალი სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი რუსულ მხარეს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, რუსეთის აგენტების ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებული სამხედროების მოძიება, რომლებიც შეძლებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და შემდეგ ლიკვიდაციას.