ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მიტროპოლიტ ლუკას ქვეყანაში რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტ ლუკასთან ოთხშაბათს დილით ჩატარებული ჩხრეკის შესახებ დეტალები გაავრცელა.

გამოძიების მასალების თანახმად, მიტროპოლიტი საკუთარ ტელეგრამ არხზე, სახალხოდ გამოხატავდა სხვა კონფესიების მიმართ შეუწყნარებლობას და სხვა აღმსარებლობის გრძნობებს შეურაცხყოფდა.

უწყების ექსპერტიზამ მიტროპოლიტის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები გამოავლინა და დაადასტურა.

მიტროპოლიტის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღეს ხუთწლიანი სანქციები, რომელშიც აღნიშნული იყო „კავშირი აგრესორ-სახელმწიფოსთან“.

„იმისათვის ვაკეთებთ, რომ სახელმწიფო-აგრესორს არ ჰქონდეს არც ერთი ძაფი, რომლითაც უკრაინის საზოგადოებაზე ზემოქმედებას შეძლებდა“, - აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, როდესაც სანქციების ამოქმედების დოკუმენტს აწერდა ხელს.