ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, გლობალური სამშვიდობო სამიტი ჩაშალოს

Kyivindependent-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს საერთაშორისო სამშვიდობო სამიტის ჩაშლის მცდელობაში სდებს ბრალს.

"რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო სამიტი, ის ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ქვეყნებზე, რომელთაც მასში მონაწილეობა გადაწყვიტეს, ახორციელებს აშკარა ზეწოლას ქვეყნების ლიდერებზე, რიგ ქვეყნებს ღიად ემუქრება დესტაბილიზაციით.

ეს ყველაფერი, რათა გადაწყვეტილება შეცვალონ. ამჟამად თითქმის 100 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაა დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ძალისხმევასთან. რუსეთი ძალიან კი ცდილობს მიზნის მიღწევას, მაგრამ ვერ შეძლებს სამიტის ჩაშლას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„გლობალური სამშვიდობო სამიტი“ 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.