Kyivindependent-ის ინფორმაციით, ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში რუსეთის პროპაგანდის ხელშეწყობის შემთხვევაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა.
ეჭვმიტანილი ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარის მარსელ დე გრააფის თანაშემწე გიიომ პრადურია. დე გრააფამდე ის ასევე მემარჯვენე პოპულისტი გერმანელი პოლიტიკოსის მაქსიმილიან კრას თანაშემწედ მუშაობდა.
ბელგიელი სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილი აქტიურ როლს თამაშობდა რამდენიმე ევროპარლამენტარის, რომელთა გვარები ამ ეტაპზე არ სახელდება, და გამოცემა Voice of Europe-ს შორის საქმიან კავშირებში. ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
ევროკავშირმა Voice of Europe დასანქცირებულთა სიაში შეიყვანა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, კრემლის პროპაგანდის მრავალგზის გავრცელების გამო.