აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.
„ამერიკის ხმისთვის" წერილობით მოწოდებულ განცხადებაში, ის მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლსაც უსვამს ხაზს.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილის ლიდერობა ამ კანონის მიმართ წინააღმდეგობისას, ქართველი ხალხის ნებას ასახავს. ამიტომაც შევუერთდი ჩემს კოლეგებს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენაში, რომელიც გაზრდის [ამერიკის] დახმარებას ქართველი ხალხისადმი დემოკრატიის დაცვაში და რომელიც პასუხს მოსთხოვს ყველას, ვინც ძირს უთხრის [დემოკრატიას]. ეს მოხდება, მათ შორის, სანქციების გზითაც. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება საქართველოს მოსახლეობის გვერდით", - წერს სენატორი კარდინი.