ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაატა მანჯგალაძე: ქვეყანა, ფაქტობრივად, იზოლაციისკენ მიდის

ზუსტად ვიცოდით, რომ ჩინური ,,ქართული ოცნებისთვის” იგივე მონათესავე სულია და რუსულთან უფრო ახლოს არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძე ფიქრობს, რომ მთავრობამ ჩინური კომპანია სპეციალურად შეარჩია.

,,ეს კომპანია, როგორც ვიცი, სანქცირებული იყო მსოფლიო ბანკის მიერ, ახლა სანქცირებულია აშშ-ის მიერ. მგონი, რომ სპეციალურად შეარჩიეს, რომ სანქცირებულები ბოლოს ერთად დაჯგუფდნენ - კომპანიებიც და “ქართული ოცნებაც”, რომელსაც აუცილებლად დაუწესდება სანქციები”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში, საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.