ტურინის „იუვენტუსის" ფრანგი ლეგენდა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, დავიდ ტრეზეგე წალენჯიხაში იმყოფება.
ის ნორჩ ფეხბურთელებს შეხვდა და დაათვალიერა საფეხბურთო აკადემია, სადაც 100-მდე მოზარდი ირიცხება, მათ შორის, დევნილი ბავშვები ოკუპირებული აფხაზეთიდან.
„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემია, პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით, ერთი წელია ფუნქციონირებს.
აკადემიის ნორჩი აღსაზრდელები ერთთვიან გაცვლით ტურნეზე ტურინში მიემგზავრებიან.