გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელშია ეხმიანება.
როგორც როთი X-ზე წერს, ბოლომდე მხარს უჭერს ელჩ პეტერ ფიშერს.
„ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა…”, - წერს როთი
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა 29 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ კანონით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნებოდა. კობახიძემ მის ამ განცხადებას „ანტიქართული“ უწოდა და განაცხადა, რომ „გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.“
I fully support ambassador @Diplo_Peter! He just told the facts… https://t.co/XACuBCu8xu
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 30, 2024