ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ეუთო/ოდირი: „აგენტების კანონი“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ის

ეუთო/ოდირი „აგენტების კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კანონს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და „უნდა გაუქმდეს.“

„საქართველოში ახლადდამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს...

კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს მოიხსენიებს როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" მხოლოდ იმის გამო, რომ საზღვარგარეთიდან დაფინანსებას იღებენ, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.

ოდირის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს ახლადმიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის არსებულ ძირითად განსხვავებებს, რომლებსაც საქართველოში ახალ კანონთან მიმართებით იხსეინიებდნენ. მაგალითად, აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ის არ აწებებს ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას უცხოური წარმომადგენლის იარლიყს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ", - წერია განცხადებაში.

ეუთო/ოდირი გამოთქვას მზაობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსულ კანონთან დაკავშირებული ხარვეზებისა და ალტერნატივების ძიებაში.

„ODIHR კვლავ მზადაა გაუწიოს შემდგომი დახმარება და დაეხმაროს ხელისუფლებას საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივების იდენტიფიცირებაში, რათა გადაჭრას ნამდვილი, კონკრეტული შეშფოთებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.