ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას X-ზე ეხმიანება და წერს, რომ კანონი რუსულია.
,,ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვები შეუთავსებელია ECHR-ით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს) და ICCPR-ით (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით) დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან. არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის და აუცილებელ მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს რუსული კანონია!", - წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე.
ვენეციის კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და მკაცრად მოუწოდებს ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.
#Venice Commission concludes that restrictions set by the Law on Foreign Agents adopted in #Georgia is incompatible with the strict test set out in ECHR and ICCPR
— Petras Austrevicius (@petras_petras) May 22, 2024
and do not meet the requirements of legality, legitimacy, necessity in a democratic society. It’s a #russian law! pic.twitter.com/bVyfXu9lGn