ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მოლდოვაში ხუთი ტელეარხი დაიხურება

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ტელეარხი, რომლებიც, ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, „ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან, ილან შორისთან და ვლადიმერ პლახოტნიუკთან არიან დაკავშირებული“.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭომ მიიღო.

საბჭომ ლიცენზია გაუუქმა 3 კომპანიას, რომლებიც ფლობენ 5 ტელეკომპანიას: Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ კომპანიებმა დაარღვიეს საბჭოს მოთხოვნა და არ მიაწოდეს სრული ინფორმაცია დაფინანსების შესახებ. კერძოდ, კომპანიებმა მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის მონაცემები წარადგინეს მაშინ, როდესაც ანგარიშები სხვა ბანკებშიც ჰქონდათ.

„ყველა შემთხვევაში დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს კომპანიები  პლახოტნიუკსა და შორს უკავშირდება”, – აცხადებს მოლდოვის მთავრობა.