არჩევნების დასაცავად ახალი პლატფორმა - „დაიცავი“ შეიქმნა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობის დაორგანიზება.
როგორც ჯგუფის გვერდზე ვკითხულობთ, „აგენტების კანონის“ მიღების ფონზე, აუცილებელია შეიკრიბნენ მოტივირებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იბრძოლონ და დაიცვან საკუთარი არჩევანი.
„რუსული კანონის მიღების ფონზე , რომელიც პრაქტიკულად კლავს არჩევნებზე სრულფასოვნად დაკვირვების შესაძლებლობას,აუცილებელია მოტივირებული ადამიანები რომლებიც მზად არიან, იბრძოლონ და დაიცვან საკუთარი არჩევანი.
აქციებზე ახალგაზრდების დაუღალავმა ბრძოლამ ცხადჰყო, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, სწორედ ამიტომ გადამწყვეტი იქნება ყოველი ჩვენგანის ჩართულობა არჩევნებზე. არა მხოლოდ ხმის დაფიქსირებით, არამედ საარჩევნო უბანზე ხმის დაცვით, რასაც სჭირდება შესაბამისი ცოდნა.
ჩვენ ჩვენის მხრივ, გადავამზადებთ ყველა ადამიანს, რომელიც გამოხატავს სურვილს თავისივე საარჩევნო უბანთან იყოს წარმომადგენელი ქართველი ხალხის.
დაიცავი შენი ხმა !“,- წერია „დაიცავის“ გვერდზე.