ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარი დაუჭირა

სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, რობერტ გოლობმა ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს მთავრობამ გადაწყვიტა პალესტინა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს", - თქვა მან.

როგორც სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

როგორც სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

„აღიარების ეს გზავნილი არავისკენ არ არის მიმართული. არც ისრაელის სახელმწიფოსკენ, ეს არის მშვიდობის გზავნილი. გვჯერა, დღეს დადგა მომენტი, როდესაც ყველამ, მთელ მსოფლიოში უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომელიც მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში“, -განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე, 28 მაისს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, რასაც ისრაელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.