ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა განმარტა ეს ნაბიჯი მშვიდობის იმედის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული.
მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ესპანეთმა და ნორვეგიამაც.