ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იენს სტოლტენბერგი: ალიანსის ქვეყნებმა უკრაინას ყოველწლიურად 40 მილიარდი უნდა გამოუყონ

Reuters-ის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოკავშირე სახელმწიფოებს მიმართა, რათა ყოველწლიურად 40 მილიარდი ევრო გამოყონ უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის.

განცხადება ამის შესახებ ნორვეგიელმა დიპლომატმა 30 მაისს პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის პირველივე დღეს გააკეთა. ღონისძიების უმთავრესი თემა სწორედ უკრაინის მხარდაჭერაა.

„აუცილებელია, რომ ომში მყოფი ქვეყნის დახმარება, მინიმუმ, ამჟამინდელი დონეზე შევინარჩუნოთ, რათა არსებული ვითარების სამომავლო განვითარება პროგნოზირებადი იყოს. უკრაინას სამხედრო დახმარება კიდევ დიდხანს დასჭირდება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

Reuters წერს, რომ აქამდე ნატოში განიხილავდნენ 100 მილიარდიანი სპეციალური ფონდის შექმნას, რომელსაც უკრაინა ხუთი წლის განმავლობაში მიიღებდა. გენერალური მდივნის ახალ შეთავაზებას პრაღაში ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს განიხილავენ.

ალიანსის სახელმწიფოთა მეთაურების უკრაინის მხარდამჭერი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.