ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნატომ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სწავლება დაასრულა

გერმანული DW წერს, რომ 31 მაისს დასრულდა ნატოს ეგიდით უკანასკნელი ათწლეულებში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება „მტკიცე დამცველი“ (Steadfast Defender). სამხედრო წვრთნების მიზანი იყო რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შეკავება საერთო ძალებით.

ალიანსის ხელმძღვანელების განცხადებით, სწავლებათა ციკლმა განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე მდგომი ამოცანების გართულების გამო. მსგავსი დონის წვრთნები ალიანსმა უკანასკნელად 1998 წელს ჩაატარა.

ნატოს ინფორმაციით, იანვრიდან მოყოლებული წვრთნებში 90 000-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. მასში ჩართული იყო ნატოს წევრი, მათ შორის ალიანსის ახალი მონაწილეები - შვედეთი და ფინეთი.

სწავლებებში ჩართული იყო 50 გემი, 1100 ჯავშანმანქანა და 80-ზე მეტი გამანადგურებელი და ბომბდამშენი. შესრულდა სცენარის მიხედვით გათვალისწინებული ამოცანები. მოხდა ნატოს მრავალეროვნული სახმელეთო ძალების სწრაფი შეკრება და მათი ოპერატიული გადასროლა ნატოს აღმოსავლეთ ფრონტზე.

დამკვირვებელთა ჯგუფმა სწავლების მიერ მიღწეული შედეგით კმაყოფილება გამოთქვა.